ვაკანსიები

ვაკანსიები

შესავალი

კომპანია „ელვარე“აცხადებს ვაკანსიას ელექტრო-სამონტაჟო პროდუქციის ბიზნესის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

 

ელვარე ევროსტანდარტების დაცვით ქმნის და აწარმოებს, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე, დაბალი ძაბვის ელექტრო ძალოვან, საკონტროლო და სამშენებლო კაბელებს, რომლებიც გამოირჩევა მაღალი ხარისხით და საიმედოობით.

სამუშაო აღწერილობა
  • ელექტო სამონტაჟო პროდუქციის ასორტიმენტის განვითარება;
    • *კლიენტების საჭიროებების, მოთხოვნილი საპროდუქტო პოზიციების ანალიზი;
    • *მაღალი პოტენციალის მქონე საპროდუქტო კატეგორიების გამოვლენა;
    • *მომწოდებლების შერჩევა / თანამშრომლობის დამყარება და განვითარება.
  • ელექტრო სამონტაჟო პროდუქციის გაყიდვების სტიმულირება;
    • *კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერების ტრენინგები;
    • *სარეკლამო მასალების შექმნა მარკეტინგის დეპარტამენტთან ერთად;
    • *გაყიდვების წერტილებში სადემონსტრაციო სტენდების განთავსება.
  • ეფექტური ფასდადების წარმოება;
    • *კონკურენტების ფასების ანალიზი;
    • *მომგებიანობის და გაყიდვების ტრენდების ანალიზი;
    • *ფასების და ფასდაკლების პოლიტიკების შემუშავება / მართვა.
  • სასაქონლო მარაგების ოპტიმიზაცია;
    • *ნომენკლატურის დონეზე მარაგების ოპტიმალური დონეების განსაზღვრა;
    • *მომწოდებლებთან ურთიერთობა და მარაგების შევსების ორგანიზება;
    • *გაყიდვების / მარაგების ანალიზი და ოპტიმიზაციის გზების გამოვლენა.
  • შეკვეთების დაკომპლექტების ორგანიზება.
    • *კონკრეტული შეკვეთებიდან გამომდინარე საჭირო პოზიციების მოძიება;
    • *ოპერატიული შესყიდვის და შეკვეთის შევსების (Fulfilment) ორგანიზება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • *უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • *მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • *საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • *ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • *ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • *დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • *მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა.