ელექტრო კაბელების საწარმო „ელვარე“ პროდუქტის შეძენის მსურველებს დისტანციურად მოემსახურება.
ელექტრო კაბელების საწარმო „ელვარე“ პროდუქტის შეძენის მსურველებს დისტანციურად მოემსახურება. ამის შესახებ კომპანიის კომერციულმა დირექტორმა გიორგი ხოსიაშვილმა განაცხადა – „მოგეხსენებათ, ვირუსის გავრცელების თავიდან არიდების კამპანიის ფარგლებში, გარკვეული შეზღუდვები დაწესდა მრავალი ტიპის სავაჭრო ობიექტზე, რის გამოც დროებით დავხურეთ ყველა საცალო მაღაზია, თუმცა კაბელისა და ელექტრო-სამონტაჟო აქსესუარების შეძენის მსურველებს დისტანციურად მოვემსახურებით და მივაწვდით შენაძენს ნებისმიერ ლოკაციაზე საქართველოს მასშტაბით.
საწყობში გვაქვს პროდუქციის საკმარისი მარაგი, პარალელურად განვაგრძობთ საწრამოო პროცესს საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებული შეზღუდვების მკაცრი დაცვით და უპრობლემოდ შეგვიძლია ნებისმიერი მოცულობის მოთხოვნის დაკმაყოფილება.
დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, მივიჩნევთ, რომ ჩვენი კომპანია მნიშვნელოვან როლს ასრულებს სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტების და მშენებლობების ხელშესაწყობად.“
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ელექტრო კაბელის შეძენის მსურველებმა უნდა დარეკონ კომპანიის ქოლ-ცენტრში ნომერზე 230 60 03, ან ისარგებლონ „ონლაინ ჩატის“ საშუალებით ვებ გვერდზე www.elvare.ge.
„ელვარე“ სპილენძისა და ალუმინის ელექტრო კაბელების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც უკვე 5 წელია რაც წარმატებით მოღვაწეობს ქრთულ ბაზარზე „NRG Georgia“ -ს სახელით. ეს გახლავთ პირველი ქართული კომპანია, რომელმაც მიიღო CE მარკირება და Rosh3 სერტიფიკატი, რაც გულისმობს, რომ „ელვარე“-ს სავაჭრო ნიშნით წარმოებული პროდუქცია სრულ შესაბამისობაშია ევროპულ ტანდარტებთან.
აღსანიშნავია, რომ „ელვარეს“ წარმოების კაბელებით განხორციელდა ისეთი სამაგალითო პროექტები, როგორიცაა: აქსის თაუერსი, გალერია თბილისი, ბათუმის სტადიონი, სითი მოლი – საბურთალო და ა.შ.
2015 წელს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში განხორციელებულმა ინვესტიციამ ხელი შეუწყო საწარმოს გაფართოებას (საერთო ფართი - 17 000 კვ.მ, საწარმოო ფართი - 7 000 კვ.მ, სასაწყობო ფართი - 1 700 კვ.მ). საწარმო სრულად გადაიარაღდა და აღჭურვილია თანამედროვე საწარმოო ტექნოლოგიებით. ხარისხის კონტროლი უზრუნველყოფილია გერმანული წარმოების ავტომატიზაციის სისტემებით, რაც გარანტირებულად უზრუნველყოფს წარმოებული პროდუქციის უმაღლეს ხარისხს.
გასულ წლებში გაიზარდა წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტი და მოცულობა, დამყარდა მჭიდრო ბიზნეს-კონტაქტები ნედლეულის მომწოდებლებთან, ჩამოყალიბდა ეფექტური და მობილური სადისტრიბუციო ქსელი.
2019 წლის ბოლოს განხორციელებული რებრენდინგის შედეგად, კომპანია მოქმედებს სავაჭრო ნიშნით „ელვარე“.