„ენ-ერ-ჯი ჯორჯია“ დაბალი ძაბვის კაბელის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც საქართველოს დედაქალაქ თბილისში მდებარეობს და შიდა და საერთაშორისო ბაზარზე წარმოდგენილია „ელვარეს“ სამარკო ნიშნით.
წარმოების ტერიტორიას უკავია 35 000 კვ. მ., რაც მოიცავს ძირითად საწარმოო ფართს, ლაბორატორიებს, საწყობებსა და ადმინისტრაციულ სივრცეს.
„ენ-ერ-ჯი ჯორჯია“ ევროპული სტანდარტებით აწარმოებს მაღალი ხარისხის სპილენძისა და ალუმინის კაბელებს. ქარხანაში საწარმოო პროცესი დაფუძნებულია საერთაშორისო, მაღალტექნოლოგიურ გამოცდილებაზე. წარმოებას უძღვებიან ადგილობრივი და საერთაშორისო კვალიფიკაციის სპეციალისტები, რომელთაც აქვთ დიდი გამოცდილება კაბელის წარმოებაში.
წარმოების ყველა საფეხურზე კომპანია იყენებს სრულად ავტომატიზებულ, თანამედროვე, მაღალ ტექნოლოგიურ საშუალებებს. მატერიალური რესურსების დაგეგმარება, ნაწარმის დიზაინის შექმნა და პროცესების ანალიზი უახლესი ტექნოლოგიებით ხორციელდება. ყოველივე ეს კომპანიას საშუალებას აძლევს ბაზარზე ევროპული სტანდარტების, CE დირექტივებისა და ROHS სერთიფიკატის მქონე პროდუქცია წარადგინოს.
კომპანია „ენ-ერ-ჯი ჯორჯიას“ წარმოების მთლიანი რგოლი - ნედლეულის შერჩევიდან ლაბორატორიულ შემოწმებამდე და საბოლოო სახით ნაწარმის წარდგენამდე სრულად აკმაყოფილებს ISO 9001-2015 ხარისხის მენეჯმენტის სისტემის სტანდარტს.
პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, მაღალტექნოლოგიური წარმოება და უკომპრომისო ერთგულება ხარისხის მიმართ, უზრუნველყოფს კომპანიის წარმატებას ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე და ქმნის მყარ საფუძველს საერთაშორისო ბაზარზე განვითარებისათვის.
ჩვენი მთავარი უპირატესობები:
კომპანიის მთავარი უპირატესობები ლოკალურ კონკურენტებთან მიმართებაში წარმოდგენილია რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ფაქტორით, რომელთაგან ყველაზე კრიტიკულია:
- ევროსტანდარტების შესაბამისი ხარისხი;
- კონკურენტუნარიანი ფასები;
- ფართო ასორტიმენტი.