Elvare -ს სოლარ კაბელს უსაფრთხოებისა და ხარისხის სტანდარტებში TUV NORD -ის საერთაშორისო სერტიფიკატი მიენიჭა
ქართული ბრენდი სოლარ ტექნოლოგიებში გლობალურ აღიარებას იღებს
“ელვარე” - საქართველოში მაღალი ხარისხის ელექტროკაბელების წამყვანი მწარმოებელი კომპანიის H1Z2Z2-K სოლარ კაბელმა წარმატებით გაიარა TUV NORD-ის სერტიფიცირების პროცესი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო სერტიფიცირების ორგანიზაციაა მსოფლიოში.
აღნიშნული სერტიფიკატი ადასტურებს, რომ ქართული H1Z2Z2-K სოლარ კაბელი სრულად შეესაბამება საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ხარისხის სტანდარტებს და გამძლეა ისეთი გარემო ფაქტორების მიმართ, როგორიცაა ულტრაიისფერი გამოსხივება, ტემპერატურის ცვალებადობა და ტენიანობა.
ეს მახასიათებლები კაბელს იდეალურ გადაწვეტილებად აქცევს, როგორც ადგილობრივი, ისე გლობალური მზის ენერგიის სისტემების ინსტალაციებისთვის.
მაღალი ხარისხის წარმოება დაარსების დღიდან კომპანიის მისწრაფებასა და პრიორიტეტს წარმოადგენს. აღნიშნული სერტიფიცირება კი ამ მისწრაფების რეალიზაცია და ქართული პროდუქციისთვის ეფექტური პოზიციების დაკავების წინაპირობაა საერთაშორისო ბაზრებზე.